მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წეროვანში "ქალაქურის" ჩირის საწარმო გაიხსნა

61bb3b2fe4927
მარიამ იზორია
19.12.21 09:30
629
თხილის მწარმოებელმა კომპანია „ქალაქურმა“ მურაბების, ჩურჩხელისა და ჩირეულის წარმოება დაიწყო.

როგორც bm.ge-ს კომპანია “ქალაქურის” მარკეტინგის მენეჯერმა, ანა შენგელიამ განუცხადა, კომპანიამ ახალი ჩირის საწარმო წეროვანში გახსნა, სადაც ქართული ჩირეულის გადამუშავება, შეფუთვა და რეალიზაცია მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში „ქალაქურის“ პროდუქცია ქსელური მარკეტების დახლებზე სრულიად ახალი შეფუთვით გამოჩნდება.

“წელს ახალი მიმართულებები დავამატეთ, ახალი საწარმო წეროვანში გავხსენით, წარმოებაში ქართულ ჩირს ვიყენებთ, ჩვენი ნედლეულის 80% ქართული, ხოლო მხოლოდ 20% იმპორტირებულია, ამ 20%-შიც ის პროდუქტი შედის, რომელიც საქართველოში არ მოჰყავთ”, - აღნიშნავს “ქალაქურის” მარკეტინგის მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, კომპანია “ქალაქური” უკვე 15 წელია ბაზარზე ოპერირებს. კომპანიას კახეთში 20 ჰექტარზე საკუთარი თხილის პლანტაციებიც აქვს, თუმცა ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს. „ქალაქური“ 80-მდე ადამიანს ასაქმებს.