მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას და ცალ-ცალკე საქმის კეთებას - თამარ ქიტიაშვილი

644adb2c91570
ალა ისპირიანი
28.04.23 00:30
652
"წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას და ცალ-ცალკე საქმის კეთებას," - ასე უპასუხა პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა BMGVTV-ის გადაცემაში, „წერტილი“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

მისი მოსაზრებით, ერთადერთი გამოსავალი არის კოოპერაცია.

„საქართველოს განვითარებისთვის უპირველესად ტალანტი სჭირდება. ციფრული ეკონომიკის პირობებში კიდევ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა ადამიანის, როგორც ფაქტორის მნიშვნელობა, არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური განვითარებისთვის, არამედ ინკლუზიური განვითარებისთვისაც. ვფიქრობ, ჩვენ ქვეყანაში ადამიანებს ხელშეწყობა სჭირდებათ, რომ თავი იპოვონ და საქართველომ თავისი სიტყვა თქვას გლობალური ეკონომიკური განვითარების სურათში.

წერტილი უნდა დაესვას გათითოკაცებას და ცალ-ცალკე საქმის კეთებას და მგონია, რომ კოოპერაცია, ძალების გაერთიანება ერთადერთი გამოსავალია", - განაცხადა მან.