მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bm.ge-ის მკითხველთა რიცხვი წლიურად 71%-ით გაიზარდა

5fd0c768cd7dc
BM.GE
09.12.20 19:47
1099
Google Analytics- ის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბრის განმავლობაში ვებგვერდ Bm.ge-ზე ჯამში 2,712,401 გვერდის ნახვა (Pageview) განხორციელდა, რაც 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 53%-ით მეტია. ამასთან, ვებგვერდის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობამ 561,573 შეადგინა, რაც წლიურად 71%-ით მეტია.

ანალიტიკური სისტემის თანახმად, გასული თვის განმავლობაში Bm.ge-ის მომხმარებელთა განაწილება გეოგრაფიული არეალების მიხედვით ასეთია, მკითხველთა 90.7% - საქართველოდან; 3.31% - აშშ-დან; 2.95% - გერმანიიდან სტუმრობდა ჩვენს ვებგვერდს.

რაც შეეხება მკითხველთა განაწილებას მობილური/პერსონალური კომპიუტერის ჭრილში, Google Analytics-ის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ვიზიტების 64% ანდროიდის, 35% - IOS-ის და 22% კი Windows-ის ოპერაციული სისტემით განხორციელდა.

ჩვენს Facebook გვერდზე, 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით, "მომწონებლების" რაოდენობა 128,762-ს შეადგენს. გასული თვის განმავლობაში Facebook გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. BMG Facebook-ში ყოველთვიურად საშუალოდ 1,200,000 დან 1,500,000 უნიკალურ ჩვენებას აგენერირებს. 1,100,000-დან 1,300,000-მდე რეაქცია ხორციელდება პოსტებზე (მოწონება, კომენტარი, გაზიარება, კლიკი), ასევე, განთავსებულ ვიდეობს სოციალურ მედიაში ყოველთვიურად საშუალოდ 1,300,000-დან 1,450,000-მდე ნახვა აქვს.