Google Analytics-ის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 885 ათასი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 9.8%-ით მეტი იყო. Google Analytics-ის სისტემის თანახმად, ამ 885 ათასმა მკითხველმა (User) ვებვერდზე სულ 1.6 მილიონი სესია განახორციელა, რაც წინა თვესთან შედარებით 22%-ით მეტი იყო.
Google Analytics-ის მონაცემებით, იანვარში ერთი ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 59 წამს შეადგენდა.
ამასთან, bm.ge-ის მკითხველთა 70.6% საიტზე სოციალური მედიის პლატფორმის ლინკით გადმოვიდა, ვიზიტების 16.6% პირდაპირი ვიზიტი იყო, ხოლო ვიზიტების 12.7% სხვა ვიზიტს წარმოადგენდა.
პერიოდის განმავლობაში bm.ge-ის მკითხველთა 56% ქალი, 44% კი მამაკაცი იყო. ასაკობრივ ჭრილში, 18-24 წლამდე პირები მკითხველთა 14%-ს შეადგენდნენ, 25-34 წლის პირები 28%-ს, 35-44 წლის 27%-ს, 45-54 წლის 17%-ს, 55-64 წლის 9%-ს, ხოლო 65 წელზე უფროსი მკითხველების რაოდენობა 5% იყო.