მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მარიგოლდი”: თუ 2020 წლამდე საქორწილო კაბა 3 000 ლარი ღირდა, ახლა 1000 ღირს

620a51aae859b
ლიკა გურაბანიძე
14.02.22 22:00
3715
საქორწილო კაბების ატელიე-შოურუმ “მარიგოლდს” 2019 წელთან შედარებით 2021 წელს გაყიდვების 80%-იანი კლება ჰქონდა. როგორც ბრენდის მენეჯერმა ნინა ექსეულიძემ bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კლების მიზეზი პანდემიიდან გამომდინარე არსებული შეზღუდვები გახდა.

“მომხმარებელს ველოდებით, მაგრამ ის მაღაზიაში შემოსვლისგან თავს იკავებს. ქორწილები და სადღესასწაულო აქტივობები აკრძალულია. პატარძალმა კაბა რომ იყიდოს, ან იქირაოს, სად უნდა ჩაიცვას? ჩვენი როგორც ბიზნესის, ბრენდის შენარჩუნებაზე მიდის საუბარი, მოგებაზე აღარ ვლაპარაკობთ. ჩვენ სახელმწიფოსთან ვალდებულებები ძველებურად გაგვაჩნია და ყველა გადასახადს შეღავათის გარეშე ვიხდით. ამჟამად ბიზნესს პირადი ინვესტიციით ვავითარებთ, რათა ატელიე-შოურუმის დახურვა არ მოგვიხდეს.” - განაცხადა ექსეულიძემ.

მისივე თქმით, გაყიდვების მაჩვენებლების კლების გარდა კომპანიაში პრობლემაა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ლოგისტიკის ხარჯი და ქსოვილების ფასები გაეზარდათ, თუმცა ამას ბიზნესმა შესაბამისად ვერ უპასუხა, მეტიც მოგების მარჟის კლების ხარჯზე, კაბებზე ფასებიც კი შეამცირეს.

“თუ 2020 წლამდე ჩვენთან საქორწილო კაბა საშუალოდ 3 000 ლარი ღირდა, ახლა 1000-2000 ლარი ღირს. ასევე, თუ ადრე მომხმარებელი კაბაში 5 000 ლარს იხდიდა, ახლა იგივე კაბაზე მხოლოდ 1 000 ლარის გადახდა სურთ", - აღნიშნა “მარიგოლდის” ბრენდის მენეჯერმა.