მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO: ევროპა უნდა გამოცოცხლდეს COVID-თან ბრძოლაში

5f97edfbd5a41
ნათია თაქთაქიშვილი
28.10.20 00:30
1110
ევროპას სერიოზული გამოცოცხლება სჭირდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კორონავირუსის შემთხვევები ევროპაში მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საფრანგეთში, სადაც COVID-19-ით ინფიცირების ყოველდღიურმა შემთხვევებმა 50,000-ს გადააჭარბა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ამჟამად ევროპის 46 ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების 46%-ია აღრიცხული. მათივე თქმით, კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა ერთი მესამედი ასევე ამ რეგიონში ფიქსირდება.

„ჩვენ ვხედავთ შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას. ვირუსი ფართოდ ვრცელდება. ჩვენ ვხედავთ კორონავირუსით ინფიცირების მაღალ მაჩვენებლებს და ამავე დროს კონტაქტების გამოვლენისა და მათი აღრიცხვის საშუალებების სიმცირეს, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მაიკ რაიანმა.

ამასთან, მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ევროპაში ვირუსის გაკონტროლება ე.წ. კარანტინის გამოცხადების გარეშე იქნება შესაძლებელი.