მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WizzAir-ი ნათია თურნავას განცხადებას პასუხობს

6040e5af38ad5
შოთა ტყეშელაშვილი
04.03.21 17:44
4276
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს განაცხადა, რომ უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია WizzAir-ი მარტის ბოლოდან ქუთაისში ფრენებს 20 მიმართულებით აღადგენს და კვირაში 45 რეისს შეასრულებს. მინისტრის ამ განცხადებას ავიაკომპანიის მხრიდან პასუხი დღესვე მოყვა. BMG-ის კომპანიაში უთხრეს, რომ მინისტრის მიერ დასახელებული სავარაუდო თარიღი სინამდვილეს ამ ეტაპზე არ შეესაბამება, რადგანაც ამჟამად ისინი ვერ იტყვიან, თუ როდის განახლდება ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები.

„WizzAir ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მარტის ბოლოდან განაახლებს და ამ დროისთვის ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა. მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია WizzAir Abudabi, რომელიც აბუდაბი-ქუთაისი-აბუდაბის მიმართულებით ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს“, - თქვა ნათია თურნავამ.

“ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღის დასახელება. შესაბამისად თარიღების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვითარება არის საკმაოდ ცვალებადი და იმ ბაზრებზე, რომლებზეც ვსაქმიანობთ მთავრობები აკეთებენ ყველაფერს რაც მათ შეუძლიათ, რათა შეაჩერონ COVID-19-ის გავრცელება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ბილეთების გაყიდვას განვაახლებთ არ ვფიქრობ, რომ ბილეთების ფასები იქნება უფრო მაღალი, რადგანაც ჩვენ კვლავ დაგვჭირდება მგზავრთა ნაკადის მოზიდვა. ჩვენ ვრჩებით საქართველოს ბაზარზე და გვსურს რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,”-  განუცხადეს BMG-ს ავიაკომპანიაში.