10.ივლისი .2020 13:18

წლის დასაწყისთან შედარებით გასაყიდ ბინებზე ფასები ივნისში 8%-ით შემცირდა - თორნიკე კორძაია

წლის დასაწყისთან შედარებით გასაყიდ ბინებზე ფასები ივნისში 8%-ით შემცირდა - თორნიკე კორძაია
views 566
უკან

წლის დასაწყისთან შედარებით გასაყიდ ბინებზე ფასები ივნისში 8%-ით შემცირდა - ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევების უფროსმა თორნიკე კორძაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, დაწეულია როგორც მაღალი, ისე დაბალფასიანი ბინების ღირებულება.

"ჩვენ შევძელით და შევაფასეთ სუბსიდირების პროგრამის დაწყებამდე ივნისში უძრავ ქონებაზე არსებული ფასები. დინამიკა არის ასეთი - ივნისში, წლიურად გაყიდვების შეწონილი ფასი დაახლოებით შემცირებულია 8%-ით.

ახალ ბინებში ფასები დაახლოებით 9%-ით შემცირდა, ხოლო ძელ ბინებში დაახლოებით 5%-ით. აქ ასახულია ის ფასდაკლებები, რომელსაც დეველოპერები ახორციელებდნენ იმისთვის, რომ გაეყიდათ ბინები.

ყველაზე ხშირად გაყიდული ბინის განფასების დინამიკა უფრო კარგი გვაქვს, ვიდრე საერთო ჯამში ფასების კლება წელი-წელზე, აქ კლება დაახლოებით 3%-ია, შედარებით მეტი სეგმენტი არის მოკლებული ძვირიანი ბინებიდან ივნისში და ამას ჩამოყავს ფასი დაბლა“, - განმარტა თორნიკე კორძაიამ.

TBC Capital-ის კვლევების უფროსის თქმით, ბინის გაქირავების ღირებულება კლება ივნისში შედარებით გამოსწორდა, თუმცა ერთი თვით ანალიზის გაკეთება რთული იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია, გაგრძელდა თუ არა ტენდენცია.

„კიდევ ერთი ინდიკატორი, რაც ივნისის თვისთვის გვაქვს ეროვნული ბანკისაგან არის ქირის მონაცემები, აქ ქირა დოლარში რჩება თებერვლის ყველაზე მაღალ მონაცემთან შედარებით 10%-ით შემცირებული, ანუ წინა თვის მონაცემთან შედარებით გაუმჯობესებულია, იქ ქირა 12.5%-ით იყო შემცირებული. ეს დასაკვირვები ფაქტორია“, - აღნიშნა თორნიკე კორძაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების შემდეგ იპოთეკური სესხების მიღების მსურველთა განაცხადების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვებზე ასახვას სახელმწიფო პროგრამა 2 კვირის შემდეგ დაიწყებს.

„ბოლო ერთი კვირა შედარებით სტაბილური იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა კვირასთან შედარებით მცირედი კლება არის. წელი წელზე გაყიდვები დაახლოებით 29%-ით შემცირებული - კვირა 2019 წლის იგივე პერიოდის კვირას, რომ შევადაროთ. იანვარი თებერვალთან შედარებით გაყიდვების დაახლოებით -10%-ზე დგას.

მნიშვნელოვანი არის, რომ სანამ სუბსიდირების პროგრამის ასახვა მოხდება, პირველი ეფექტი უძრავ ქონებაზე შემოსულ განაცხადებს უკვე დაეტყო. ახლა ივლისში წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 52%-იანი ზრდა გვაქვს განაცხადებში, ხოლო წელიწადზე განაცხადები 40%-ით არის გაზრდილი და ძირითადა ეს ხდება მიმდინარე კვირის ორშაბათიდან დღემდე შემოსული განაცხადებით. რა თქმა უნდა საჭიროა, რომ რაღაც პერიოდი გავიდეს, მაგრამ ეს თავის ასახვას გაყიდვებზე წესით ჰპოვებს. დაახლოებით 2 კვირიან პერიოდს ვვარაუდობთ იმისთვის, რომ ეს უძრავი ქონების გაყიდვებზე აისახოს“, - აღნიშნა TBC Capital-ის კვლევების უფროსმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა