მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წვენების მწარმოებელი კომპანია “ალალი” წლის ბოლოს ფასების ზრდას გეგმავს

60d70142a8603
ლიკა გურაბანიძე
26.06.21 15:28
669

სტარტაპ-კომპანიაში “ალალი”, ჰორეკა სექტორის შესუსტებით გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამან კომპანიას უდიდესი დარტყმა მიაყენა. თუმცა, წვენების მწარმოებელმა პრობლემების მიუხედავად, ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისება ამერიკის და კანადის გარდა, ყაზახეთში, უკრაინასა და ერაყში მაინც შეძლო.

კომპანიის დამფუძნებლის გოჩა ღვინეფაძის განმარტებით, საჭირო ნედლეულზე ფასების ზრდის მიუხედავად, მათი საფასო პოლიტიკა ამ ეტაპზე უცვლელი რჩება, თუმცა წლის ბოლოსკენ 30%-იანი ზრდა იგეგმება.

“ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებში კლება არ გვქონია, თუმცა არც წინსვლა და განვითარება გვქონდა, რა რაოდენობასაც ვყიდდით წლის ბოლოს დაახლოებით იგივე რაოდენობაზე დავრჩით. თუმცა, ექსპორტზე დაინტერესებამ იმატა და შიდა ბაზრისგან განსხვავებით ექსპორტმა ზრდა აჩვენა. ჩვენ ახალ საექსპორტო ქვეყნებში ქსელურ მარკეტებში შევედით, რაც იქაურ გაყიდვებზე დადებითად აისახა.

ქვეყანა კრიზისშია და ამ მომენტში ფასების ზრდა არასწორდ მიგვაჩნია, ფასი ჯერ არასდროს გაგვიზრდია, თუმცა ენერგომატარებლების ზრდაც უკვე ბიზნესს დიდ წნეხად აწვება, ამიტომ ფასების კორექტირება იძულებით მოგვიწევს.” - განმარტა ღვინეფაძემ.