ხელვაჩაურის რაიონში მდებარე ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2018 წელს 193,478 ლარი დაიხარჯა, თუმცა, აუდიტის ჯგუფმა რიგი ხარვეზები გამოავლინა. კერძოდ, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო სამშენებლო, ელექტრო, საკანალიზაციო, გათბობის და სხვა სამუშაოები.
თუმცა, აუდიტის ჯგუფის მიერ მერიის წარმომადგენლებთან ერთად შენობის ვიზუალური დათვალიერებისას გამოვლინდა როგორც უხარისხოდ შესრულებული, ასევე შეუსრულებელი სამუშაოები, კერძოდ: პირველ სართულზე ამოყრილია ლამინატი; უხარისხოდ არის შესრულებული სამღებრო სამუშაოები; სარდაფში დგას წყალი; მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული 55 გათბობის პანელის ნაცვლად, დამონტაჟებულია 50 ცალი.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, მათ შორის, აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტის დათვალიერების შემდგომ, გარკვეულ ხარვეზებთან დაკავშირებით მერიამ 4-ჯერ მიმართა მიმწოდებელს, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„ორთაბათუმის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებზე მოქმედებს საგარანტიო ვადა, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო გამოესწორებინა წარმოქმნილი ხარვეზები. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები გამოსწორებული არ იყო, მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები მიმწოდებლის მიმართ როგორც ხარვეზების აღმოფხვრის, ასევე მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით“, - წერია აუდიტის ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის