მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძარი წინანდლის სასტუმრო Radisson Collection-ში – ევაკუაცია დასრულდა

5f04e01bee91a
თამთა ჯიჯავაძე
08.07.20 00:59
2240
წინანდალში სასტუმრო Radisson Collection-ში ხანძარია. როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობაში მყოფი ყველა ადამიანი ევაკუირებულია.

ამდროისთვის არის დაკვამლიანება, ადგილზე ექვსი ეკიპაჟია მობილიზებული და გრძელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები.

ცეცხლის გაჩენის შემდეგ, სასტუმროს შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია საუნა და მიმდებარე ტერიტორია.