მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰავაიზე ხანძრის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 89-მდე გაიზარდა

ხანძარი

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.

"ჩვენი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გვინდა,ხალხი მოვამზადოთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან იქ მძიმე ლითონებია, დანგრეულია სახლები, არის პროპანის ტანკები, ამიტომ ეს მართლაც დიდი საშიშროებაა. უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ და ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა.

ამ დროისთვის კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

შეგახსენებთ, რომ ჰავაის კუნძულ მაუიზე ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები