მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხატია დეკანოიძე: ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საზოგადოებას

62338ab578f24
BM.GE
17.03.22 21:57
1983
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრეზიდენტი მზად არის საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს.

„მივმართავ უმრავლესობის წევრებს, დღეს გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით, მე მომეწონა ეს ინიციატივა. რამდენიმე დღის წინ აქ გქონდათ უკრაინის დროშა გაშლილი, გქონდათ პირბადეები საქართველო უკრაინის დროშით და ეს პირბადეები გამოხატავდა ჩვენს სოლიდარობას. ჩვენ ოპოზიციის მხარე ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა, აქ საქართველოს პარლამენტში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან დიდი სურვილი მექნება და ალბათ საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ.

პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან, მქონდა დღეს საუბარი და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, მე შემიძლია ეს დავადასტურო და ჩვენ, როგორც პარლამენტმა და თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს სოლიდარობა არ დარჩება, მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრით. მე დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს და საქართველოს საზოგადოებას არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან ვინმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად და საქართველოს საზოგადოებას არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.