მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლება მოქალაქეებსა და ბიზნესს 76 მლნ ლარის covid-ჯარიმებს ჩამოაწერს

60d43dabbfd5f
ინგა მურუსიძე
24.06.21 12:20
1065
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმებულები სახდელებისგან გათავისუფლდებიან.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ, დაახლოებით, 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე. სახდელებისგან გათავისუფლდება, დაახლოებით, 245 ათასი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი.

„ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. პანდემიის პერიოდში არაერთი ჩვენი მოქალაქე და ბიზნესი დაზარალდა. 2020 წელი იყო ძალიან მძიმე, ხოლო აღნიშნული სახდელები მათთვის არის დამატებითი ტვირთი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი იყო და არის რეგულაციების დაცვა, თუმცა ასევე ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება და ეს ინიციატივაც სწორედ ამით არის განპირობები. აღნიშნული ინიციატივა უმოკლეს დროში იქნება დამტკიცებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.