საქართველოში ხორბლის პროდუქტებზე ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახავს. ამის შესახებ საუბარია PMC კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში.
როგორც დოკუმენტში წერია, ხორბლის ფქვილზე ფასის წლიურმა ზრდამ პიკს 2022 წლის ივლისში მიაღწია, როცა ფასი 36.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისში ასევე ფასი გაიზარდა პურზე 36.3%-ით.
კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივლისიდან ფასები როგორც ფქვილზე, ასევე პურზე დრამატულად გაიზარდა. ფქვილის შემთხვევაში ფასის ზრდამ ყველა დროის მაქსიმუმს ივლისში მიაღწია, მაშინ როცა პურის შემთხვევაში ზრდამ პიკს ივნისში მიაღწია.
2017 წლის იანვრიდან 2018 წლის ნოემბრამდე კი ხორბლის ფქვილზე ფასი შედარებით სტაბილური იყო, რაც გულისხმობს იმას, რომ მოცემულ პერიოდში ფქვილზე წლიურად ფასი 1-5%-ით, ხოლო პურზე 1%-დან 4%-მდე იზრდებოდა.
პანდემიის პერიოდში ფასის წლიური ცვლილება დაახლოებით ამ კატეგორიაში დარჩა, თუმცა 2021 წლიდან ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ხორბლის ფქვილზე, ასევე პურზე. ფასის ზრდა გამოიწვია რუსეთის მიერ ხორბალზე ჯერ იმპორტის ტარიფის, შემდეგ კი კვოტების დაწესებამ.
რაც შეეხება ხორბლის იმპორტის მაჩვენებლებს, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 16.7 მლნ დოლარის ოდენობის იმპორტი განხორციელდა და მთლიანი იმპორტის 88% რუსეთზე მოდიოდა, ყაზახეთის წილი იმპორტში თითქმის 8% იყო.
ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილის იმპორტი 2021 წელს დრამატულად გაიზარდა და წლიურმა ზრდამ თითქმის 293% შეადგინა. ჯამში გასულ წელს ქვეყანაში 12 მლნ დოლარის ღირებულების ფქვილის იმპორტი განხორციელდა. 2022 წლის პირველ ნახევარში ფქვილის იმპორტმა გასული წლის წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა და 29.4 მლნ დოლარს მიაღწია. მოცემულ პერიოდში ფქვილის იმპორტის 98.1% რუსეთზე მოდიოდა. ჯამში, 2017 წლიდან რუსეთის წილი ხორბლის იმპორტში 91.3%-ს, ხოლო ფქვილის იმპორტში 90%-ს შეადგენდა.
2022 წლის პირველ ნახევარში ხორბლის იმპორტი წლიურად 55%-ით შემცირდა და 16.7 მლნ დოლარს გაუტოლდა. აქედან 88% რუსეთზე მოდის. მეორე მხრივ მიმდინარე წლის ექვს თვეში ფქვილის იმპორტი წლიურად 13-ჯერ 29.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტის 98% რუსეთზე მოდის. ფქვილის იმპორტის მაგვარ ზრდას რუსეთის მხრიდან ხორბალზე დაწესებულ სავაჭრო ბარიერებს უკავშირდება.
საქართველოს მსგავსად რუსეთი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ძირითადი იმპორტიორია. FAO-ს ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით რუსეთსა და უკრაინას ერთად ხორბლის მთლიან წარმოებაში 13.4% ეკავათ, ხოლო მსოფლიო ექსპორტში 23.1%. მსოფლიოში დაახლოებით 50 ქვეყანა სწორედ ამ ქვეყნებისგან ხორბლის ექსპორტზეა დამოკიდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი