მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი საკითხი, რომლებზეც მთავრობა დღეს იმსჯელებს

63c4e45dee915
ინგა მურუსიძე
16.01.23 09:40
703
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე 5 საკითხს განიხილავენ:

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გრანდ-ემ“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კარდანახი 1888“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის ,,სკრას ქარის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

4. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტის „სატრანსპორტო საშუალებისა და ავტონაწილების ტიპის დამტკიცების წესის“ დამტკიცების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „დასაქმების ხელშეწყობის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი