საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
"ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში.
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.