ხვალიდან 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში განხილვები იწყება.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 12:00 საათზე, საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომა გაიმართება, ხოლო 14:00 საათზე - საპარლამენტო ფრაქციების: ევროპული საქართველო, ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის და ევროპული საქართველო - რეგიონების სხდომა.
მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე გააცნობს.
ცნობისთვის: 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, მთავრობა მომავალ წელს 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წელს ხარჯების ზრდა ძირითადად 2020 წელს აღებული საგარეო ვალით ფინანსდება. პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა. ბიუჯეტის ამ მოცულობის ნაშთის შექმნა წელს მთავრობის მიერ 6.2-მილიარდიანი ახალი საგარეო ვალის აღებით არის განპირობებული. მთავარი ფინანსური დოკუმენტის არსებული ვარიანტის თანახმად, 2021 წელს მთავრობა 2.2 მილიარდი ლარის ახალ საგარეო ვალს აიღებს და 2.6 მილიარდი ლარის ვალს მოემსახურება.
მთავრობა 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?