მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა იკრძალება - ვინ იზრუნებს მათზე

5e820e86c951f
თელარა გელანტია
30.03.20 19:22
1221
ხვალიდან, 70 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეების სახლიდან გასვლა იკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მოქალაქეებს ახალი, უფრო გამკაცრებული შეზღუდვები გააცნო.

“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ დაეხმარონ“, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის ინფორმაციითვე, მთავრობა აამოქმედებს ცხელ ხაზს - 144, რომელზეც დარეკვა უფასო იქნება.

10 აკრძალვა/ცვლილება, რომელიც გიორგი გახარიამ დღეს გამოაცხადა - მოქალაქეების საყურადღებოდ