მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვიჩა კავარაცხელია კალაძის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდება

626961e8525af
ბექა ბაციკაძე
27.04.22 19:44
2029

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი იტალიურ „ნაპოლიში“, რომელიც იტალურ რადიო ,,KKN’’-სთან საუბრისას ,"ნაპოლის’’ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რეკორდული იქნება.

კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 10-12 მილიონ ევრომდე მერყეობს. აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში, ის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მოთამაშე გახდება. რეკორდი კიდევ ერთი იტალიური გრანდის - ,,მილანის’’ ყოფილ ლეგიონერს კახა კალაძეს ეკუთვნის. კლუბის მაშინდელ მფლობელ სილვიო ბერლუსკონის ქართველი მცველის კიევის "დინამოდან’’ გამოსყიდვა 16 მილიონი ევრო დაუჯდა.

ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ გუნდს, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველივე დღეს შეუერთდება და 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ კლუბ "რუბინიდან" წამოსვლა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და FIFA-ს ახალი წესის ამოქმედების შემდეგ გადაწყვიტა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი, რომელიც 2024 წლის ზაფხულში იწურებოდა, გაწყვიტა და "დინამო ბათუმს’’ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.