მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყოველი მეხუთე ევროპელი სიღარიბის რისკის ქვეშაა

5da898166fd96
ანუკა ჯოხაძე
17.10.19 21:03
1062
ევროსტატის 2018 წლის მონაცემებით, ყოველი მეხუთე ევროპელი სიღარიბის რისკის ქვეშაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ აქვეყნებს.

სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რაოდენობამ 21.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2008 წელთან შედარებით - 2%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 0,7%-ით არის შემცირებული.

სიღარიბის ყველაზე მაღალი რისკით ბულგარეთი (32,8%) გამოირჩევა, რომელსაც 32,5%-იანი მაჩვენებლით რუმინეთი მოსდევს. ხუთეულშია ასევე საბერძნეთი (31,8%), ლიეტუვა(28,4%) და ლიტვა(28.4%). სიღარიბის რისკის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისეთ ქვეყნებშია, როგორებიცაა: ჩეხეთი (12,2%), სლოვენია(16,2%), ფინეთი(16,5%), ნიდერლანდები (16,7%), დანია(17,4%) და საფრანგეთი(17,4%).

ბოლო 10 წელიწადში სიღარიბის რისკის ყველაზე დიდი შემცირება ბულგარეთში დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო რისკების ყველაზე დიდი ზრდა ლუქსემბურგმა აჩვენა. უფრო კონკრეტულად, ბულგარეთში სიღარიბის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა 2008 წლიდან 44,8%-დან 32.8%-მდე შემცირდა. ხოლო ლუქსემბურგში 10 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 15.5%-დან 21.9% გაიზარდა.