მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყოველი თვის ბოლო ჩვენთვის არის ჯოჯოხეთი” - რესტორანი “დაფნა”

607aafdb1e81c
ანუკა ჯოხაძე
17.04.21 15:44
2014
“ყოველი თვის ბოლო ჩვენთვის არის ჯოჯოხეთი” - რესტორნები გაზრდილ ხარჯებზე და შემცირებულ დატვირთვაზე საუბრობენ. მათი თქმით, გაიზარდა კომუნიკალური გადასახადები, პროდუქტის ღირებულება გაიზარდა, ამის პარალელურად კი მომხმარებელის რაოდენობა შემცირდა. რესტორან “დაფნას” დამფუძნებელი ამბობს, რომ ბიზნესს უკვე აქვს მორიგი ჩაკეტვის მოლოდინი, თუმცა მისი განმარტებით, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც პანდემიამ ყველაზე მეტად დააზარალა, მორიგ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ნიკოლოზ მამეიშვილი ამბობს, რომ ბაზარს მორიგი ლოქდაუნის შემთხვევაში კიდევ არაერთი ბიზნეს-სუბიექტი დატოვებს.

“დღევანდელი მდგომარეობითაც არ აქვს ჩვენს მუშაობას აზრი, შესაბამისად ყველა კარგად ხვდება, რა გავლენა ექნება ჩვენზე მორიგ ჩაკეტვას. თვის ბოლო რომ მოდის, თავისთავად კომუნალურები გვაქვს გადასახდელი, თანამშრომლების ხელფასები, ის სასესხო ვალდებულებები რაც გვაქვს ბანკების წინაშე გააქტიურებულია. ყველაფერი ეს არის იგივე დარჩენილი, უბრალოდ კომუნალურების შემთხვევაში ხარჯი გაორმაგებულია. რეალური ხარჯი ობიექტებს აქვთ იმაზე მეტი, ვიდრე ჰქონდათ პანდემიამდე, სამუშაო კი არის ალბათ მესამედი ან უფრო ნაკლები, ვიდრე აქამდე", - ამბობს რესტორან “დაფნას” დამფუძნებელი ნიკოლოზ მამეიშვილი.