მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია – შსს

5fb7ebe023025
თამთა ჯიჯავაძე
20.11.20 20:14
896
ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა. 

"ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და შეიარაღებული თავმდასხმელი დაკავებულია", – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე მიკრო ბიზნეს კაპიტალის "ემ ბი სის" ფილიალის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ემ ბი სის" ოფისში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა. რაც შეეხება თავდამსხმელის მოთხოვნებს, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი სამ მოთხოვნას ასახელებდა. კერძოდ, მისი მოთხოვნა იყო აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაში, ბანკებს მიეცეთ უფლება 7%-ში გასცენ სესხი, ხოლო ვისაც უკვე აქვს სესხი, შეუმცირდეს განაკვეთი 7%-მდე და მესამე - ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება ჰქონდეთ.