მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ერთიანობას პატივი უნდა სცენ“ - ჩინეთი

62191d2b016c9
თამთა ჯიჯავაძე
25.02.22 22:22
745
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მრჩეველთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ტერიტორიული ერთიანობის პატივისცემის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

როგორც ელისეის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მნიშვნელოვანია, მათ შორის უკრაინისაც.

ამასთან, ელისეის სასახლის ინფორმაციით, ვანმა დაძაბული ვითარების განმუხტვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მსხვერპლი მოლაპარაკებების აღდგენით უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, ჩინეთი რუსეთის უკრაინაში შეჭრის აღიარებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს. ჩინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყოველდღიურ ბრიფინგზე ჟურნალისტების 30-ზე მეტ შეკითხვა თავიდან აიცილა და განაცხადა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ერთიანობას პატივი უნდა სცენ“.