მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - TOP 10 ქვეყანა

5e29503a9f4f5
ინგა მურუსიძე
23.01.20 12:20
3038
2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პირველ ადგილს ისევ რუსეთის ბაზარი იკავებს, სწორედ ჩრდილოელ მეზობელზე მოდის საზღვრებსგარეთ გაყიდული ღვინის 60%-ზე მეტი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, TOP 10 ქვეყანა, რომელშიც ქართული ღვინოები გაიყიდა ასე გამოიყურება:

რუსეთი - 58,384,540;
უკრაინა - 10,272,314;
ჩინეთი, 7,089,259;
პოლონეთი - 4,114,972;
ყაზახეთი - 3,556,422;
ბელორუსი - 2,787,065;
ლატვია - 1,496,136;
ლიტვა - 708,408;
ესტონეთი - 693,248;
აშშ - 678,148

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17 418 683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5 160 309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4 407 563 ბოთლი, „ახაშენი“ – 1 577 823 ბოთლი , „ხვანჭკარა“ – 1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ – 298 509 ბოთლი და ა.შ.