მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე მეტი თანხა ტურიზმში არ უნდა დავხარჯოთ - რომან კაკულია

5ebe54b4656fe
ინგა მურუსიძე
15.05.20 13:30
874
მთავრობის ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე პირდაპირ ვთქვი, რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი თანხა ტურიზმში უნდა დავხარჯოთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური მდგომარეობა, რასაც მოთხოვნის შოკი ქვია, ამ წუთას ყველა თანხმდება, რომ ამ მომენტში ასე ზუსტად დაფიქსირება, თუ რა ტენდენციას აიღებ ეკონომიკურ პოლიტიკაში, რთულია. საბჭოს სხდომაზე მე დავსვი საკითხი, რომ მთავარია, ერთი წლის შემდეგ ჩვენ ვთქვათ, რომ დავხარჯეთ ის თანხები და იმ ინდუსტრიაში, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო და არა იმაში, რომელსაც ყველაზე მეტი შემოსავალი შემოჰქონდა ადრე. პირდაპირ ვთქვი, რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი თანხა ტურიზმში უნდა დავხარჯოთ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია დავნახოთ ის გამოწვევები, რაც შემოსავალს მოიტანს. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ადამიანები ყველაზე ნაკლებს დახარჯავენ მოგზაურობაში. ეს ცხადი ტენდენციაა და ამას უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა რომან კაკულიამ.

ის დაეთანხმა ლევან კობერიძეს იმაში, რომ ახლა ქვეყანას აქვს შანსი, მკაფიოდ აირჩიოს, თუ რა ეკონომიკურ პოლიტიკას ირჩევს, რადგან მთელი მსოფლიო ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს.

"თუ ტენდენციები იყო, რომ ბევრი ქვეყანა მიყვებოდა ინერციას ეკონომიკაში, ახლა არის ასე - ამერიკაც, ჩინეთიც და სხვა ქვეყნებიც ამას ლაპარაკობენ, როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მომავალში. ჩვენც უნდა ჩამოვყალიბდეთ ამაში - რა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა", - განაცხადა კაკულიამ.