მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერი’’- მელინდა გეიტსი გენდერული თანასწორობისთვის 1 მლრდ დოლარს  გამოყოფს

5d971cc194c42
მიხეილ ხაჩიძე
06.10.19 00:05
1606
Microsoft-ის დამფუძნებლის, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცის, ბილ გეიტსის მეუღლემ მელინდა გეიტსმა პირობა დადო, რომ გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლაზე 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს.

Businessinsider-ის ინფორმაციით, საკუთარი საინვესტიციო კომპანია Pivotal Ventures-ის მეშვეობით, გამოყოფილი თანხა ქალთა სხვა და სხვა მასშტაბურ პროგრამაში ჩაიდება. მელინდა გეიტსი დააფინანსებს კომპანიებ, რომლებიც ქალთა უნარების გაფართოებისთვის ინოვაციურ სტრატეგიებს ავითარებენ.


”ძალიან ბევრმა ადამიანმა - ქალმა თუ მამაკაცმა, ძალიან ბევრი იმუშავა... მსურს, მეტ ქალს ვხედავდე ისეთ მდგომარეობაში, სადაც ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ და რესურსებს გააკონტროლებენ, ამიტომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში, მე ამ მიმართულებით 1 მილიარდ დოლარს გამოვყოფ “, - დასძინა მელინდა გეიტსმა.

 

55 წლის მელინდა გეიტსი , დიდი ხანია გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ იბრძვის. სექტემბერში ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ "გენდერული უთანასწორობა კაცობრიობას ნახევარი კაცობრიობის წინააღმდეგ განაწყობს".

მელინდა გეიტსა და მის მეუღლეს, Microsoft- ის დამფუძნებელ ბილ გეიტსს $ 107 მილიარდი დოლარი აქვთ. Forbes -მა 2018 წელს მელინდა "ყველაზე ძლიერ ქველმოქმედ ქალად’’ დაასახელა. როგორც ცნობილია, წყვილმა ასევე დიდი რაოდენობის თანხა დახარჯა განათლების რეფორმასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობის საკითხებზეც.