მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარაფხანა“ მაღაზიების კონცეფციის შეცვლას აპირებს

628fd154b6177
თამთა ჯიჯავაძე
27.05.22 00:30
939
„ზარაფხანა“ მაღაზიების კონცეფციის შეცვლას აპირებს. როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ნაყოფიამ აღნიშნა, ახალი კონცეფციის მაღაზიები მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება.

„ქსელის გაფართოებას არ ვაპირებთ. სამაგიეროდ, ვაპირებთ ლოკაციების შეცვლას და მაღაზიების კონცეფციის ცვლილებასაც, რომელიც მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული იქნება. მაღაზიებში სხვადასხვა ზონა, სპეციალური VIP-ოთახები და ექსკლუზიური მომსახურებაც იქნება. ეს 2-3 წლის პერსპექტივაა, თუ ზრდას გავაგრძელებთ ისე, როგორც დაგეგმილი გვაქვს“, - აღნიშნა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, საიუველირო ნაკეთობების მწარმოებელ კომპანია „ზარაფხანას“ საქართველოში ოთხი მაღაზია აქვს: სამი თბილისში და ერთი ბათუმში.

როგორც ნიკოლოზ ნაყოფიამ აღნიშნა, კომპანიისთვის დღის წესრიგში რჩება ახალი ქარხნის აშენების გეგმაც. „გასულ წელს ინვესტორებიც მოძიებული გვყავდა. თუმცა საბოლოოდ პარტნიორობა არ შედგა. გვაქვს დიდი ტერიტორია, სადაც შეიძლება ახალი სტანდარტის ქარხნის აშენება, ვიმედოვნებ, რომ ამ გეგმას განვახორციელებთ“, - დასძინა მან.