მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკიმ Georgian Airways-ს და მის დამფუძნებელს სანქციები ოფიციალურად დაუწესა

649ff9de240a0
სალომე ხიდურელი
01.07.23 14:19
717
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ოფიციალურად დაასანქცირა. 

განკარგულებას ზელენსკიმ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სანქციის დაწესების მიზეზი რუსეთთან აღდგენილი პირდაპირი ფრენებია.

როგორც უცხოური მედია წერს, უკრაინამ სანქცია 192 პირსა და 291 კომპანიას 5 და 10 წლის ვადით დაუწესა. განკარგულებით ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემუშავებული სანქციები, რომლებიც უკრაინაში ფულად გზავნილებს, გადარიცხვებსა და ქვეყნიდან თანხის გატანას კრძალავს.

დასანქცირებულთა სიაში ქართულთან ერთად, ბელორუსული და ყაზახური კომპანიებიც მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ Georgian Airways, მისი ხელმძღვანელი პირები და დამხმარე კომპანია Aero Handling Georgia სანქცირებულთა სიაში ჯერ კიდევ 1 ივნისს შეიყვანა.

მოსკოვი-თბილისის რეისზე Georgian Airways-მა ფრენის ნებართვა მიიღო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები