მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებმა ათ დღეში 2000 კვ.კმ-ის ტერიტორია გაათავისუფლეს

631cecfcdcc1f
თამთა ჯიჯავაძე
10.09.22 23:56
737
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თვის დასაწყისიდან ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 2000 კვ.კმ ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შესახებ მან ახალ ვიდეომიმართვაშია აღნიშნა.

„ჩვენი ჯარისკაცების სვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან უკვე გათავისუფლებულია ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კილომეტრი. რუსული არმია ამ დღეებში ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ მას შეუძლია მხოლოდ ზურგის ჩვენება. ბოლოს მათთვის საუკეთესო არჩევანი გაქცევაა. ოკუპანტების ადგილი უკრაინაში არ არის და არც იქნება“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს ან კონტროლი დაიბრუნეს 30-ზე მეტ დასახლებული პუნქტზე, რომლებიც დროებით რუს დამპყრობლებს ჰქონდათ დაკავებული. მათ შორისაა ქალაქი ბალაკლეა. ასევე დღეს, 10 სექტემბერს, ცნობილი გახდა ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებაც.

რუსული ძალები უკან იხევენ - უკრაინელები აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში შევიდნენ