მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჯანდაცვის სამინისტრო არა - იურიდიულად, არამედ დეფაქტოდ თაღლითობს

5e3a90173aa4c
ელენე გოგბერაშვილი
05.02.20 13:57
763
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ bm.ge-ისთვის გამოგზავნილ წერილს პასუხობს.

BMG-იმ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მიმართა და პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

სამინისტროს განცხადებით, კლინიკების მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაზე ინსპექტირების ვადა 60 სამუშაო დღით განისაზღვრება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზიანია, კლინიკები ხელახლა წარადგენენ დოკუმენტაციას, რომლის განხილვის ვადაც ასევე 60 სამუშაო დღით არის განსაზღვრული.

უწყების განცხადებითვე, ამჟამად მათ კლინიკების მიმართ ვადაგადაცილებული დავალიანება არ ერიცხებათ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს თაღლითობაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ კლინიკების მიმართ ანგარიშსწორება მიზანმიმართულად გვიანდება. რაც შეეხება უწყების მიერ კლინიკების მიმართ დავალიანებას, ჭიაბერაშვილის თქმით, ეს ციფრი, დაახლოებით, 350 მილიონი ლარია, რაც თავად სამინისტრომ კლინიკებისთვის მიწერილ წერილში აღიარა.

„ჯანდაცვის სამინისტრო არა - იურიდიულად, არამედ დეფაქტოდ თაღლითობს. ანუ ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია რომ მინიმუმ 3 თვეზე დაიყვანოს ის პერიოდი, როცა ის ანგარიშსწორებას ახდენს საავადმყოფოსთან, მაგრამ სწორედ თანხების არასაკმარისობის გამო ის ამ პროცესს წელავს 6-7 თვეზე, რაც, საბოლო ჯამში, აზიანებს არა უბრალოდ მედპესონალს, დღეს უკვე 520-ე დადგენილებით ბევრი ექიმი და ექთანი სამსახურიდან გაუშვეს, ხელფასი შეუმცირეს, არამედ საბოლოოო ჯამში ეს დაგვიანება აისახება მკურნალობის ხარისხზე და შედეგად, პაციენტი ზარალდება. საშუალო ხარჯი ყოველდღიური 2 მილიონ ლარზე მეტია, ეს თვეში, დაახლოებით, 65 მილიონამდე ადის და თავისუფლად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუკი აგვისტოს პერიოდის ნაწილიც კი არ ჩაურიცხიათ კლინიკების უმრავლესობას, დღეს ჯამური რაოდენობა დავალიანება, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კლინიკების მიმართ, დაახლოებოთ 350 მილიონი ლარია, რაც სამინისტრომ დეკემბრის წერილში, როცა სამინისტრომ კლინიკებს უპასუხა, აღიარა კიდეც“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.