მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 61%-ით გაიზარდა - სავაჭრო ბალანსი დადებითია

62f38a78588d6
მარიამ ვარადაშვილი
10.08.22 14:40
964

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 2.546 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 61.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, ის 1.822 მლრდ დოლარს შეადგენს და წლიური ზრდა 25.2%-ია.

2021 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 724.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის სავაჭრო ბალანსზე თითქმის 6-ჯერ მეტია. 2021 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 1.245 მლრდ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს.

მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 822.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 32.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 215.9 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 8.5%).

2021 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 1.086 მლრდ დოლარი და მთელი იმპორტის 59.6% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა 184.1 მლნ დოლარით (იმპორტის 10.1%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა სადაზღვევო მომსახურება - 119.3 მლნ დოლარით (იმპორტის 6.5%).

2021 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: თურქეთი (365.5 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (242.1 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (206.7 მლნ. აშშ დოლარი). უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (344.7 მლნ. აშშ დოლარი), ირანი (121.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (102.3 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის თანახმად, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა გულისხმობს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც არ უკავშირდება საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას და მას სხვანაირად „უხილავ“ ვაჭრობასაც უწოდებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები