მომსახურების ექსპორტის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფინანსური მომსახურების ექსპორტი 150.1%-ით გაიზარდა და 209 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
პირველ ადგილზე 4.1 მლრდ აშშ დოლარით მოგზაურობაა (საქმიანი და პირადი), რომელსაც ტრანსპორტის და სატელეკომუნიკაციო მომსახურება მოჰყვება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში სრული მომსახურების ექსპორტმა 7.05 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მომსახურების ექსპორტი მომსახურების სახეების მიხედვით:
- მოგზაურობა (საქმიანი და პირადი) - $4.1 მლრდ (ზრდა 17.3%);
- სატრანსპორტო მომსახურება - $1.4 მლრდ (ზრდა 22.9%);
- სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება - $891.9 მლნ (ზრდა 49.3%);
- ფინანსური მომსახურება - $209 მლნ (ზრდა 150.1%);
- სამეცნიერო–კვლევითი და საცდელ–საკონსტრუქტორო საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება - 172.1 მლნ (ზრდა 16.8%);
- სამთავრობო მომსახურება - 98.4 მლნ (ზრდა 13.9%);
- პერსონალური, კულტურული და რეკრიაციული მომსახურება - $30.4 მლნ (ზრდა 30 4%);
- სადაზღვევო მომსახურება - $21.7 მლნ (ზრდა 12%);
- ინტელექტუალური საკუთრებით სარგებლობის ხარჯები - $15.9 მლნ (ზრდა116%);
- მანუფაქტურული მომსახურება ( სხვის საკუთრებაში არსებული საქონლის გადამუშავება) - $7.4 მლნ (ზრდა 66.8%).
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (1 022.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის თანახმად, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა გულისხმობს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც არ უკავშირდება საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას. მას სხვანაირად „უხილავ“ ვაჭრობასაც უწოდებენ.