მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია

5e847d4d04976
თელარა გელანტია
01.04.20 15:37
1644
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის აზრით, COVID 19-ს საერთო ძალისხმევა უნდა დავუპირისპიროთ.

მისივე თქმით, „საქართვლოს ბანკისათვის" ბიზნესის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ბანკი COVID 19-თან ბრძოლის პირობებში ბიზნესებს მხარდასაჭერად პლატფორმას ( https://argacherde.ge   ) სთავაზობს.

„ახლა როცა ბიზნესებს ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა, გვინდა, მათ მივცეთ შესაძლებლობა და ახალი გადაწყვეტები, რათა შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. COVID 19 ჩვენი საერთო მტერია, რომელიც გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენგანზე და იმისათვის, რომ ერთიანი ძალებით წინ აღვუდგეთ ვირუსს, საჭიროა საერთო ძალისხმევა. ახლა ყველას გვაქვს შანსი, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო საქმეში და დავეხმაროთ ბიზნესებს, რათა მომავალში ისევ ვესტუმროთ ჩვენს საყვარელ ადგილებს, ისევ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი მომსახურება. ერთად ყველაფერი შესაძლებელია. ერთად ბიზნესის გადარჩენა შეგვიძლია“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

როგორც ბანკში განმარტავენ, ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით ბევრ ბიზნესს მოუწია ახალ რეალობაზე გადაწყობა ან საქმიანობის დროებით შეჩერება. იმისათვის, რომ მათ შექმნილ ვითარებაში შეძლონ რაც შეიძლება ნაკლები ფინანსური ზიანი მიადგეთ და ასევე, მოემსახურონ საოპერაციო ხარჯებს, საქართველოს ბანკი მათ სთავაზობს პლატფორმას https://argacherde.ge , სადაც ისინი შეძლებენ დარეგისტრირდნენ და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეცილურ ფასად შესთავაზონ. შეთავაზების გამოყენებას მომხმარებელი მას შემდეგ შეძლებს, რაც ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაბრუნდება და ბიზნესები კვლავ წარმატებით გააგრძელებენ საქმიანობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები