2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, „ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ინფლაციის მიზნობრივზე მაღალ დონეზე შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს როგორც საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე, ასევე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მაღალმა ზრდამ,“.
ამასთან, მისი თქმით, „არსებული წლიური ინფლაცია რეკორდული არ არის და აქამდეც ფიქსირდებოდა ამაზე გაცილებით მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი.
"მაგალითისთვის მოვიყვანდი 2011 წელს, როდესაც ინფლაციამ 14,3 პროცენტი შეადგინა“-ამბობს ცინცაძე და დასძენს, რომ არსებული პროგნოზით უკვე გაზაფხულიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და 2022 წლის ბოლოსკენ 3 პროცენტიან სამიზნე ნიშნულს დაუბრუნდება.




























