მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტზე კონკურსი ცხადდება

5f859159b6b58
ინგა მურუსიძე
13.10.20 15:45
1062
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს საპროექტო განაცხადის აბსტრაქტების მიღებას აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის (AFCP) 2021 წლის კონკურსში. საელჩოს ინფორმაციით, საკონკურსო განაცხადების შერჩევა მოხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 10 000$-დან 500 000$-მდე ღირებულების პროექტებზე. 

მათი ცნობით, AFCP პროგრამის მეშვეობით სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

კულტურული ძეგლები – როგორიცაა, ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ;

კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები – მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან ან მსგავსი დაწესებულებებიდან- მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება;

ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები – როგორიცაა ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 13 ნოემბრის 18:00 საათი. განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: TbilisiCultural@state.gov

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები