მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებია

644147cfe1116
ელენე გოგბერაშვილი
21.04.23 09:30
16849
ძალაში შევიდა „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებები. მათ შორის საქმე ეხება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაბეგვრის ახალ რეჟიმს. მათ შორის ცვლილებებია რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკაშიც.

სიახლეა ავტოიმპორტიორებისთვისაც, რომლებსაც ავტომობილები რეექსპორტზე გაჰყავთ. აქამდე მათ განბაჟების დროს გადახდილი აქციზის გადასახადი 90 დღის ვადაში ავტომობილების რეექსპორტზე გაყვანის შემთხვევაში, უკან უბრუნდებოდათ. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით კი ეს ვადა 190 დღემდე იზრდება. აქციზთან ერთად, ავტოიმპორტიორები იმპორტის გადასახადის უკან დაბრუნებასაც შეძლებენ.

„თუ 180 დღის განმავლობაში მოხდება მანქანების ექსპორტზე გაყვანა, მოხდება აქციზის 100%-ით დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ავტოიმპორტიორებს უფრო მეტი დრო აქვთ იმისთვის, რომ საბაჟო გაფორმებიდან კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში თუ მოხდება მანქანის ექსპორტის რეჟიმში გაშვება, მოხდეს ამ გადახდილი აქციზის დაბრუნება, ასევე ბრუნდება იგივე წესით გადახდილი იმპორტის გადასახადიც.

იცით, რომ მანქანის საბაჟო გაფორმების დროს პირები იხდიან აქციზს და იმპორტის გადასახადს. 180 დღის ვადაში ავტომობილის ექსპორტის რეჟიმში გაშვების შემთხვევაში ორივე გადასახადი დაექვემდებარება დაბრუნებას“, - განმარტავს აუდიტორული ფირმა „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები