მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება კომპანიებისთვის, რომლებიც დღგ-ს გადახდას თავს არიდებენ?

64413d78885f7
ელენე გოგბერაშვილი
20.04.23 17:34
14586
„საგადასახადო კოდექსში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქმე ეხება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაბეგვრის ახალ რეჟიმს. მათ შორის ცვლილებებია რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების დაბეგვრის, ასევე რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკაში.

საგადასახადო კოდექსში სიახლეა იმ პირებისთვისაც, რომლებიც დღგ-ს გადახდას თავს არიდებენ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა კომპანიის ბრუნვა 100 000 ლარს მიაღწევს და კომპანია დღგ-თი დაბეგვრას ექვემდებარება, ხდება ახალი კომპანიის დაფუძნება, რომ მეწარმეებმა გადასახადის გადახდას თავი აარიდონ. უკვე ძალაში შესული ცვლილებების შედეგად, შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცა, რამდენიმე გადამხდელი ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს და გადასახადი დააკისროს, თუ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე პირი იღებს და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესებს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.

„შემოსავლების სამსახურს მიენიჭა უფლება, რომ სხვადასხვა გადამხდელები ჩათვალოს, რომ ეს არის ერთი ბიზნესი. რამდენიმე კომპანიის ერთ კომპანიად განხილვის საშუალება მიეცემა საგადასახადო ორგანოს და დაბეგვრა მოხდება როგორც ერთი მთლიანი კომპანიის. 100 000 ლარზე მეტი ბრუნვა რომ არ დაუფიქსირდეს კომპანიას, ხდება მათი დანაწევრება. ერთ კომპანიას გახსნიან, 90 000 ლარამდე ბრუნვაზე იმუშავებს, მერე დახურავენ, მეორეს გახსნიან და ბიზნესი არის ერთი და იგივე. ამ მიმართულებით შემოსავლების სამსახური იყო შებოჭილი, რეალურად მათ არ ჰქონდათ ამ შემოსავლების გაერთიანების და დაჯამების უფლება და ახლა მათ ამის უფლება მიეცემათ“,-აცხადებს აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები