მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან ფიზიკური პირების გაყიდული ქონება ახლებურად დაიბეგრება

64413fe711081
ელენე გოგბერაშვილი
20.04.23 19:00
21825
„საგადასახადო კოდექსში“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. საქმე ეხება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაბეგვრის ახალ რეჟიმს. მათ შორის ცვლილებებია რეექსპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების დაბეგვრის, ასევე რიგითი მოქალაქეების მიერ ქონებისა თუ აქტივის გაყიდვის შედეგად ნამეტის დაბეგვრის პრაქტიკაში.

ცვლილებების პაკეტში ერთ-ერთი მთავარი სიახლეა ის, რომ 2024 წლიდან ფიზიკური პირები, ქონებისა თუ აქტივების გასხვისების შედეგად ნამეტი შემოსავლის მიღების შემთხვევაში ახლებურად დაიბეგრებიან. მაგალითად, თუ მოქალქე ბინას, სახლს, მიწის ნაკვეთს თუ კომერციულ ფართს მისი შეძენიდან 2 წლის განმავლობაში გაასხვისებს, ქონების გაყიდვის დეკლარირება და შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის გადახდა აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, გაცილებით ადრე მოუწევს.

როგორც „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი განმარტავს, თუ პირი ქონებას 2 წლის შემდეგ გაყიდის, ის დაბეგვრას აღარ ექვემდებარება, თუმცა თუ 2 წელი არ არის გასული, ქონების ტიპის გათვალისწინებით ნამეტი შემოსავალი 5 ან 20%-ით დაიბეგრება.

„არამეწარმე ფიზიკური პირი, მაგალითად, როცა ყიდის ბინას ან კომერციულ ფართს, თუ ამ ფიზიკური პირის ნამეტი არის დასაბეგრი [ძირითადად დასაბეგრია ხოლმე 2 წლამდე თუ იყიდება ქონება] საშემოსავლო გადასახადით ეს იბეგრებოდა წლიურად და დეკლარაცია ბარდებოდა მომდევნო წლის 1 აპრილისთვის. 2024 წლიდან ეს მიდგომა იცვლება.

ეს არათუ ბიზნესს, არამედ ჩვეულებრივ ფიზიკურ პირებს ეხება. ჩვეულებრივ რიგითმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ ისინი გაყიდიან მაგალითად ბინას 2024 წლიდან და მათ მოუწევთ დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით, ისინი ყოველთვიურად, მომდევნო თვის 15 რიცხვისთვის იქნებიან ვალდებულნი ჩააბარონ დეკლარაცია და ამავე ვადაში გადაიხადონ საშემოსავლო გადასახადი“,-განმარტავს დავით პაპიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები