მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის წესში ცვლილება შედის

60b76aaad40f6
ინგა მურუსიძე
02.06.21 22:40
9242
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

კანონპროექტის მიხედვით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისაგან, ასევე, გადაუხდელი ჯარიმისა და საურავის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, საკანონმდებლო ცვლილება შეეხება იმ სუბიექტებსაც, რომელთა მიმართ არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

მომხსენებლის, ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება აღნიშნულ პირთა ფინანსური მდგომარეობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები