დეველოპერულ კომპანია m2- სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით, ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს.
სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m2 -ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m2 -მა და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება“, - ნათქვამია m2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(R)