მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელს,სომხეთიდან საქართველოს 700 000-მდე ვიზიტორი ეწვია"

63c0464e22584
BM.GE
12.01.23 21:37
752
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირები განსაკუთრებით გააქტიურდა. მისი განმარტებით, მათ შორის აღსანიშნავია სავაჭრო ბრუნვა, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მისი თქმით, ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის და გადაზიდვების მიმართულებით.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხითაც, რადგან 2022 წელს სომხთიდან საქართველოში 700 000-მდე ვიზიტორი ჩამოვიდა.

"შარშანდელი წლის პირველი თერთმეტი თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარს გადასცდა, 70%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი დინამიკა ფიქსირდება ტრანსპორტის, ლოგისტიკის, გადაზიდვების მიმართულებით, სადაც 30%-ზე მეტია ტვირთბრუნვა ქვეყნებს შორის. ასევე გაზრდილია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე აღდგენის დინამიკა შეინიშნება ტურისტული ნაკადების კუთხით. 700 000-მდე ვიზიტორი გვყავდა ჩვენ სომხეთის რესპუბლიკიდან 2022 წელს საქართველოში.ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის სომხეთი მესამე ადგილს იკავებს. ასე, რომ თანამშრომლობის ბევრი მიმართულება აკავშირებს საქართველოს და სომხეთს ერთმანეთთან. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე.

იმ პოტენციალზე და შესაძლებლობებზე, რომ ორივე ქვეყანამ შეიძლება აწარმოოს ელექტროენერგია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთის ენერგოდამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას და ასევე გამოვიყენოთ ის ახალი შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს უჩნდება ევროპასთან დაკავშირების კუთხით ელექტროენერგიის ტრანზიტის და ვაჭრობის კუთხით. ასე, რომ ეს დატვირთული დღის წესრიგი მომავალში თანამშრომლობის კარგ პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები