მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან [პროგრამის აღდგენაზე] გვაქვს დიალოგი, რა უფრო მიზანშეწონილია ქვეყნისთვის - ვიცე-პრემიერი

ეკონომიკის მინისტრი

როდის გაგრძელდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა საქართველოში, ან იქნება თუ არა ახალი პროგრამა დაპაუზებულის ნაცვლად - ეს კითხვა BMG-იმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს იქიდან გამომდინარე დაუსვა, რომ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, შესაძლებლობას, რომ შეჩერებული პროგრამა არ გაგრძელდეს და მის სანაცვლოდ მომავალ წელს ახალ პროგრამაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.

ლევან დავითაშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რა უფრო მიზანშეწონილია ქვეყნისთვის.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო დიალოგი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მათ შორის, სავალუტო ფონდთან. ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც მისია იყო საქართველოში, ჩვენ გვქონდა ყოველდღიური მუშაობა მათთან და ასე გავაგრძელებთ მუშაობას. პროგრამის ნაწილში, ასეთ კომენტარს გავაკეთებდი, ჩვენ, რამდენიმე წლის წინ, როცა ამ პროგრამას ვიწყებდით ძირითადი პროექტი მომზადდა 5 წლის წინ. დინამიკურად იცვლება სიტუაცია მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით ბევრი საკითხი აქტუალობას კარგავს და სხვა საკითხები მოდის წინ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ სავალუტო ფონდთან. გვაქვს დიალოგი, რა უფრო მიზანშეწონილია ქვეყნისთვის და ასე გავაგრძელებთ", - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი პროგრამა 2023 წელს შეჩერდა, რაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ფონდის წინაშე გაფორმებული მემორანდუმის პირობების დარღვევას უკავშირდებოდა, კერძოდ კი სებ-ის შესახებ ორგანული კანონის შეცვლას და პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას, რაც 2023 წლის ივნისში განხორციელდა. IMF-ის ინფორმაციით, მათი შეშფოთება ასევე გამოიწვია ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული საგამონაკლისო წესის მიღებამ, რამაც პროგრამის განახლება დამატებით გაართულა.

IMF-ის სამწლიანი პროგრამის მოცულობა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები