„ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება შეხვედრა გენერალურ დირექტორთან, ივანე მაჭავარიანთან, რომელიც ამ ეტაპზე დასაქმებულებთან პირისპირ საუბარს თავს არიდებს და პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც ბორჯომთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლე დააანონსა. თუმცა, ამ დრომდე კომპანიის ადმინისტრაციისა და გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებების გამო, დასაქმებულები სასიამოვნო სიახლეებს ვერ გრძნობენ და ხედავენ.
ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კონსტიტუციურ უფლებას და არ დავთმობთ ბორჯომის ქარხანაში დასაქმებული არცერთი მუშის სამუშაო ადგილს, რომელიც მათი ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა“, - წერია აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.