მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყანაში სულ 907 665 აცრა ჩატარდა - რომელ რეგიონშია აიცრა ყველაზე მეტი ადამიანი?

611f5e4ebdcd4
ვიქტორია მღებრიშვილი
20.08.21 11:45
2265
20 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამურად 907 665 Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული, ხოლო უშუალოდ 19 აგვისტოს 23 986 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბოლო 24 საათში რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანი კვლავ თბილისში, აჭარასა და იმერეთში აიცრა. ვაქცინირებულთა რაოდენობა თითოეულ რეგიონში ასეთია: თბილისი - 9 913; აჭარა - 3 277; იმერეთი - 3 144; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 911; კახეთი - 1 432; შიდა ქართლი - 1 283; ქვემო ქართლი - 935; გურია - 691; მცხეთა-მთიანეთი - 559; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სავენთი - 377.



შედეგად, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 266 962, ხოლო ერთჯერადად 640 703 ადამიანი.

საქართველოში კორონავრუსის საწინააღმდეგო იმუნიზაცია 4 ვაქცინით მიმდინარეობს: ასტრა-ზენეკა, ფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები