მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას მოიცავს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ECO.Georgia?

642863a2dbe15
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.23 11:00
1365
კახეთში, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

აღნიშნული პროგრამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა -ECO.Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.

პროექტ ECO.Georgia-ს დირექტორის, ლუტც იარჩინსკის განცხადებით, ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგოეფექტური ღუმელები. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ენერგოეფექტური ღუმელების ღირებულების 30%, არაუმეტეს 300 ლარისა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების გამოყენებით, თითოეული ოჯახისთვის საწვავი ხარჯი 50%-მდე დაიზოგება.

პროგრამის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო 5 მწარმოებლის 11 ენერგოეფექტური ღუმელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით წარდგენილი პროგრამა ტყის რეფორმის ნაწილია.

„საქართველოს მთავრობისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ტყის რეფორმა. ამ რეფორმის ნაწილია, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის, რაც ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ბრიკეტების წარმოების განვითრებას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის – „ECO.Georgia“ დირექტორი ლუტც იარჩინსკი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ. ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოს დაცვისა და სოფლიის მეურნეობის სამინისტროს და პროგრამის განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები