მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი რამ, რის გარეშეც საქართველოს ეკონომიკის წარმატება შეუძლებელია - სოსო ბერიკაშვილის მოსაზრება

6247fbaa52d15
ალა ისპირიანი
02.04.22 13:00
1178
“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი გადაცემა BMGDRIVE-ში საქართველოს ეკონომიკის წარმატებისთვის აუცილებელ სამ გზას ასახელებს.

მისი თქმით, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, ინსტიტუციური განვითარება და საქართველოს რუსეთზე, რაც შეიძლება ნაკლები დამოკიდებულება.

„არაეკონომიკურ ფაქტორებს დავასახელებ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური წარმატებისთვის პირველ ადგილზე დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობაა. ასევე გვჭირდება ზოგადად დემოკრატიული ინსტიტუციური განვითარება. ვგულისხმობ იმას, რომ რომელიმე პრემიერ-მინისტრი ხელს რომ მოაწერს მაგალითად, "ნამოხვანის" პროექტის განხორციელებას, სხვა რომ მოვა, მან არ უნდა თქვას ხელი სხვამ მოაწერა და მე რა შუაში ვარო. დემოკრატიული განვითარება ჩვენი განვითარების გზაა, თორემ სხვა განვითარების გზებიც არსებობს, მაგალითად ყატარი, რომელსაც ნავთობი აქვს და ყოველ შემთხვევაში პირველი 100 წელი დემოკრატია არ სჭირდება, რადგან ინვესტორს სტაბილურობა უნდა და სტაბილურობა ავტოკრატიაში მიიღწევა. ჩვენ ვამბობთ, რომ დემოკრატია გვინდა და თუ გვინდა, ეს უნდა გვქონდეს და არა რაღაც ჰიბრიდული რეჟიმი.

საქართველოს ეკონომიკის წარმატებას ასევე აფერხებს რუსეთის არსებობა ისეთი ფორმით, როგორც დღეს არის. მაგალითად, ქართული ღვინის 85%-მდე რუსეთში იმიტომ გადის, რომ შედარებით დაბალხარისხიანია. ასევე რუსეთი ჩვენთვის ახლოსაა. ვიცით რუსებს როგორ ველაპარაკოთ, ენა ვიცით. ბიზნესმა იცის მომხმარებელს რა სჭირდება და მათთვის ეგაა მთავარი. ჩვენ გვაქვს არჩევანი ვიყოთ რუსეთში და ვყიდოთ დაბალი ხარისხის პროდუქცია ან მოგვიწევს ბევრი მუშაობა, ხარისხის გაზრდა და პროდუქციის ევროპაში გატანა. ბევრი ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს რუსეთზე დამოკიდებულება. არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ქვეყანას ამის გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნავს სოსო ბერიკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები