მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი მარტში რუსი და ბელარუსი ტურისტებისგან მიიღო

62592d08a592f
ნინო ტაბატაძე
15.04.22 12:52
1755
ეროვნული ბანკი ტურიზმიდან შემოსავლების დაზუსტებულ მაჩვენებლებს აქვეყნებს. პირველ კვარტალში საქართველომ საერთაშორისო ვიზიტორებისგან 393.7 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის, მხოლოდ მარტში შემოსავალი 174.5 მლნ დოლარს შეადგენდა. თუ შევადარებით პანდემიამდელ მაჩვენებლებს, ტურიზმის შემოსავლებში 2019 წლის იანვარ- მარტთან შედარებით ($578.4 მლნ) აღდგენა 68%-ია.

შემოსავალი ტურიზმიდან / ეროვნული ბანკის მონაცემები:

• იანვარი - 114 მლნ დოლარი
• თებერვალი - 105. 2 მლნ დოლარი
• მარტი - 174.5 მლნ დოლარი

მარტში საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსი ($34.3 მლნ)და ბელარუსი ($29.3 მლნ) ტურისტებისგან მიიღო, რაც ჯამური შემოსავლების 36.4%-ია. მნიშვნელოვანი იყო შემოსავლებში ისრაელის და უკრაინის კონტრიბუცია - 15.2 მლნ და 14.1 მილიონი დოლარით.

შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების მიხედვით / 2022 წლის I კვარტალი:

რუსეთი - 67.7 მლნ დოლარი
•ევროკავშირი - 44.4 მლნ დოლარი
•თურქეთი - 40.8 მლნ დოლარი
•უკრაინა - 38.4 მლნ დოლარი
•ბელარუსი - 37.9 მლნ დოლარი
•ისრაელი - 35.1 მლნ დოლარი
•აზერბაიჯანი - 16.6 მლნ დოლარი
•სომხეთი - 13.8 მლნ დოლარი
•საუდის არაბეთი - 12.1 მლნ დოლარი
•ირანი - 10.7 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები