საქსტატმა დღეს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2021 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნის ექსპორტი 494.7 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 6.8%-ით არის შემცირებული. თუმცა, განსხვავებულია ადგილობრივი ექსპორტის მონაცემები, რომელიც რეექსპორტს ნაწილობრივ გამორიცხავს. 2021 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტი $369 მილიონი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 7.9%-ით მეტია. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი ექსპორტი წესით რეექსპორტს არ უნდა მოიცავდეს, თუმცა, სპილენძის მადნების შემთხვევაში ის რეექსპორტს მაინც მოიცავს. კერძოდ იანვარ-თებერვალში საქართველოდან $94.5 მილიონი დოლარის სპილენძის მადნების ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ ამ ექსპორტში რეექსპორტიც შედიოდა. უფრო დეტალურად - 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტის სახით $59.4 მილიონის მოცულობის სპილენძის მადნები შემოვიდა, აქედან $41.9 მილიონი დოლარი სომხური მადნების იმპორტს წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ სომხეთიდან საქართველოში სპილენძის მადნები სწორედ რეექსპორტის/ტრანზიტის მიზნისთვის შემოდის.
საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი:
1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $94.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.1%;
2) ფეროშენადნობები - $52.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23.4%;
3) ღვინოები - $25.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8.3%;
4) აზოტოვანი სასუქები - $18.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 8.6%;
5) მინერალური და მტკნარი წყლები - $18.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
6) თხილი და სხვა კაკალი - $15.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 118%;
7) სპირტიანი სასმელები - $12.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 6.8%;
8) ოქრო - $8.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 42%;
9) ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - $8.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 73%;
10) ტრიკოტაჟის ნაწარმი - $8.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.6%.
სრულად საქართველოს ექსპორტის შესახებ იხილეთ სტატიაში.




























