მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს შეეძლო თავის ბიუჯეტზე 10-ჯერ მეტი თანხა დაერიცხა კომპანიებისთვის? - იმნაძე ვაქცინების დაჯავშნაზე

60a77ca0c3640
ინგა მურუსიძე
21.05.21 13:30
632
"როგორ ფიქრობთ, ჩვენნაირ ქვეყანას შეეძლო ის, რომ თავის ბიუჯეტზე ათჯერ მეტი თანხა დაერიცხა კომპანიებისთვის ვაქცინების დასაჯავშნად?! - ასე  უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ გადაუხადა საქართველომ ვაქცინების მწარმოებელ კომპანიებს წინასწარ თანხები ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებმა გააკეთეს, რათა ვაქცინები დროულად მიეღოთ.

"არაერთი დიდი კომპანია აწარმოებს ვაქცინას, რომელიც ჯერ ბაზარზეც არ ჩანს, უნდა გვეთამაშა კაზინოს პრინციპით. ძალიან მდიდარ ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ჯერ კიდევ გასული წლის ზამთრის ბოლოს, მილიარდები დაეხარჯათ და წინასწარ შეეკვეთათ ვაქცინები. ჩვენნაირ ქვეყანას შეეძლო ის, რომ თავის ბიუჯეტზე ათჯერ მეტი თანხა წინასწარ დაერიცხა ვაქცინების დასაჯავშნად?!", - კითხვითვე მიმართა იმნაძემ ჟურნალისტს.

რაც შეეხება კითხვას - ხომ შეიძლებოდა ქვეყანას 2 მწარმოებელი მაინც აერჩია, პაატა იმნაძე ირწმუნება, რომ ასე ვერ მოიქცეოდნენ, რადგან წინასწარ არავინ იცოდა, რომელი კომპანიის წამალი გაამართლებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები